საიტით სარგებლობის წესები
საიტის წესები, ზოგადი ინფორმაცია
- საიტის დანიშნულებაა კურსების, ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება. განცხადებების ნახვა შეუძლია ყველას, ხოლო განთავსება და შეძენა მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს. რეგისტრაცია შესაძლებელია მეილითა და პაროლით.
- რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების ან არასწორი მონაცემების მითითება.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
- საიტი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ნებისმიერ განცხადებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ განცხადების ავტორი.
- საიტი არ არის მომხმარებლებს შორის შეთანხმების თანამონაწილე, საიტი მხოლოდ ეხმარება განცხადების ავტორსა და მომხმარებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
- განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აღებული პასუხისმგებლობა განცხადებაში მითითებულ ინფორმაციაზე.
- საიტით სარგებლობისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება Cookie ჩანაწერების გამოყენებას.
- საიტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.
საიტის გამოყენების პირობები
- საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კურსის განთავსება როგორც კერძო, ასევე კომპანიის სახელით.
- საიტზე ნებისმიერს შეუძლია განათავსოს განცხადება, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ეთიკურ ნორმებს. განცხადების შინაარსი უნდა იყოს სწორედ და გასაგებად გადმოცემული. განცხადება არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
- განცხადება შეიძლება შეიცავდეს რაიმე ღონისძიების ანონსს, ფასიან ან უფასო კურსს, ტრენინგს ან სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას. ყოველი განცხადება განიხილება ადმინისტრაციის მიერ და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს განცხადების წაშლა ან მომხმარებლის დაბლოკვა.
- განცხადების შინაარსზე, პირობებზე, კანონიერებაზე, ასევე კურსის შეძენაზე და გადახდის დეტალებზე პასუხისმგებლობა აკისრიათ კურსის ავტორებს. ფინანსური თუ ნებისმიერი საკითხების გარკვევა უნდა მოხდეს კურსის ავტორსა და მომხმარებელს შორის.
- საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი განცხადება ან დაბლოკოს მისი ავტორი, თუ ჩათვლის რომ ის არ შეესაბამება საიტის მოთხოვნილებებს ან არღვევს საიტის წესებსა თუ ეთიკის ნორმებს.
- საიტი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
- თუ მომხმარებელს აქვს რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, მან უნდა წარადგინოს თავისი პრეტენზიები უშუალოდ იმ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზიები.
- საიტი ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებელთათვის მომსახურების გასაწევად.
- საიტზე დასაშვებია მხოლოდ კურსებთან დაკავშირებული სარეკლამო შინაარსის პოსტების დადება და გარე ლინკების მითითება.
- საიტზე არსებულ ნებისმიერ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე საავტორო უფლება ეკუთვნის ამავე საიტს და მათი გავრცელების უფლება საიტთან შეთანხმების გარეშე არავის აქვს.
- საიტი იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებით მოახდინოს საეჭვო და საიტის იდეოლოგიისათვის მიუღებელი კონტენტის წაშლა, ასევე ამ კონტენტის ავტორების დაბლოკვა.
- საიტზე არსებული პროგრამული გაუმართაობის შედეგად მომხდარ დარღვევებს საიტის ადმინისტრაცია განიხილავს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და კანონმდებლობის შესაბამისად. თუ პროგრამული გაუმართაობის შედეგად მოხდა საიტისთვის ზედმეტი ან არასწორი თანხის ჩარიცხვა, საიტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მოკლე დროში დააბრუნებს არასწორად გადახდილ თანხებს.
- საიტზე განცხადებების განთავსება ხდება მაქსიმუმ 6 თვის ვადით, ვადის ამოწურვის შემდეგ განცხადება შეიძლება წაიშალოს ადმინისტრატორის მიერ. გაუგებარი საკითხების გასარკვევად მოგვწერეთ საიტის მეილზე budaria@yahoo.com ან დაგვიკავშირდით საიტის ფეისბუქის გვერდზე
საიტზე გასაყიდი კურსის განთავსება(ფუნქციონალი მზადების პროცესშია)
- საიტზე კურსის განსათავსებლად საჭიროა ავტორად დარეგისტრირება. ამისათვის ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვეულებრივ მომხმარებლად, შემდეგ კი კაბინეტში შეავსოთ ავტორობისთვის საჭირო მონაცემები..
- საიტზე შესაძლებელია კურსების არამარტო განთავსება, არამედ საიტის მეშვეობით გაყიდვაც. გაყიდვისთვის საჭიროა საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმება პირობებზე.
- საიტზე ავტორად დარეგისტრირებისას კურსების ავტორები ეთანხმებიან საიტის წესებს, რის შემდეგაც ავტორებსა და საიტს შორის ურთიერთობა ამ წესების მიხედვით ხდება. ყურადღებით გაეცანით საიტის წესებს.
- საიტზე გასაყიდი კურსის განთავსების შემთხვევაში, საიტს აქვს უფლება გადახდილი თანხიდან დაიტოვოს მომსახურების საფასური, რომელიც შეადგენს კურსის ღირებულების 5% ბარათით გადახდის შემთხვევაში და 10% განვადების შემთხვევაში(ან შეთანხმების მიხედვით).
- გადახდის ყველა დეტალზე ინფორმაცია გამოჩნდება მომხმარებლის კაბინეტში როგორც მყიდველთან, ისე კურსის ავტორთან.
- მომხმარებლის მხრიდან კურსთან დაკავშირებული პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, კურსის ავტორი ვალდებულია თვითონ გადაჭრას ყველა სადავო საკითხი მომხმარებელთან, ხოლო თუ საჭიროა დააბრუნოს გადახდილი თანხა და განუმარტოს საიტის ადმინისტრაციას მიზეზები.
- თუ კურსზე გადახდილი თანხა ექვემდებარება დაბრუნებას, საიტი ჩარიცხულ თანხებს დააბრუნებს შასაბამისი ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროში.
საიტზე კურსის შეძენა(ფუნქციონალი მზადების პროცესშია)
- საიტზე ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს ის კურსი, რომელსაც ჩართული აქვს საიტით გაყიდვის ფუნქცია, ყიდვა შესაძლებელია პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ან განვადებით.
- საიტზე კურსის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ კურსის ღირებულებიდან საიტს რჩება მომსახურების საფასური, რომელიც კურსის თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნისას რჩება საიტს და უკან არ ბრუნდება. საბანკო ბარათით ყიდვის შემთხვევაში ეს თანხა შეადგენს კურსის ღირებულების 5%, ხოლო განვადებით ყიდვის შემთხვევაში 10%
- კურსის შეძენისას ყველა საჭირო ინფორმაცია იგზავნება მეილზე, ასევე აისახება მომხმარებლის კაბინეტში.
- საიტზე ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ხორციელდება ბანკის აპლიკაციის მეშვეობით, საიტს არ მიუწვდება ხელი მომხმარებელთა ფინანსურ ან საბანკო მონაცემებზე.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
- საიტზე კურსის ღირებულების გადახდის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ კურსის დაწყებამდე და მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში, ასევე კურსის ავტორთან შეთანხმებული პირობების შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- გადახდილი თანხის დაბრუნება უნდა მოითხოვოთ კურსის ავტორისგან და არა საიტისგან.
- საიტზე კურსის შეძენისას გადახდილი თანხის დაბრუნების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, კურსის ავტორი ვალდებულია დააბრუნოს გადახდილი თანხა, რომელსაც უნდა გამოაკლოს საიტისთვის გადახდილი მომსახურების საფასური.
- გადახდილი თანხის დაბრუნებისას ხდება საიტის მომსახურების საფასურის გამოკლება, რომელიც შეადგენს ბარათით ყიდვის შემთხვევაში კურსის ღირებულების 5% ხოლო განვადებით ყიდვის შემთხვევაში კურსის ღირებულების 10%.
- დასაბრუნებელი თანხის გადახდის ვადა განსაზღვრულია ამისათვის საჭირო ოპერაციების განხორციელების დროით, ან კურსის ავტორსა და მომთხოვნს შორის შეთანხმებით.
კითხვები და პასუხები
- შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი კურსის ყიდვა საიტით? კურსზე რეგისტრაცია და სიტყვიერი დაჯავშნა შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში, საიტის საშუალებით ყიდვა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კურსს ჩართული აქვს საიტით გაყიდვის ფუნქცია.
- შეიძლება თუ არა კურსის ყიდვა განვადებით? განვადების გაკეთების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ გარკვეული ტიპის კურსებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აღნიშვნა.
- როდის შეიძლება საიტზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა? თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ კურსის ავტორი დაარღვევს შეთანხმების პირობებს, ან რაიმე მიზეზით კურსი არ ჩატარდება დათქმულ დროს, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოთხოვნა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე.
- დასაბუთებული მიზეზის შემთხვევაში, ვინ უნდა დააბრუნოს კურსზე გადახდილი თანხა? გადახდილ თანხებს აბრუნებს კურსის ავტორი, ვადა კი განისაზღვრება ამისათვის საჭირო ოპერაციებისთვის განკუთვნილი დროით.
- როგორ უნდა დარეგისტრირდეს სასწავლო ცენტრი? ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საიტზე შექმნას პროფილი კომპანიის სახელით.
- შეიძლება თუ არა საიტზე სარეკლამო პოსტების დადება? საიტი არ ზღუდავს არანაირ პოსტებს, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.
- ჭირდება თუ არა პოსტის დადებას დადასტურება? მომხმარებლები, რომლებიც გადამოწმებული არიან, დადასტურების გარეშე დადებენ პოსტებს.