2024 წლის პირველი მასტერკლასი მშობლებისთვის ჩატარდება, თემაზე გარდატეხის ასაკის თავისებურებები - როგორ შევუწყოთ ხელი მოზარდებს თვითრეფლექსიის და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში?
თემა მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ამიტომ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინი ჭაჭია თქვენთვის მასტერკლასს ჩაატარებს 25 იანვარს 20:30 საათზე.
მასტერკლასზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
რას ნიშნავს პოზიტიური მშობლობა?
მშობელი როგორც შვილის როლმოდელი?
როგორ განავითარონ მშობლებმა თვითრეფლექსიისა და კრიტიკული აზროვნების უნარები საკუთარ შვილებში?
რა ვუყოთ აგრესიას, რომელსაც ვამჩნევთ საკუთარ შვილებში?
როგორ შევუქმნათ მოზარდებს განვითარების ხელშემწყობი გარემო?
როგორ შევუწყოთ ხელი მოზარდების თვითიდენტიფიკაციას?
როგორ დავეხმაროთ შვილებს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში?
როგორ შევხედოთ სამყაროს მოზარდების თვალით?
თუ ჩამოთვლილი თემები თქვენთვის საჭირო და საინტერესოა, აუცილებლად დარეგისტრირდით ბმულზე: https://cutt.ly/lwH0fLZA
მასტერკლაზე დასწრების ღირებულება 15 ლარია. მასტერკლასის ბოლოს კი ყველა თქვენგანი მიიღებს საკითხავ მასალას, ორენოვან სერტიფიკატს და სპეციალურ ფასდაკლებას ნინი ჭაჭიას თვითრეფლექსიის სახელმძღვანელოზე.
კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA), რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს ლოგოთერაპიასა და ეგზისტენციალურ ანალიზს კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინაში და არის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, პირველად ქართულ სივრცეში გიწვევთ საზრისით აღსავსე კურსზე "ვუთხრათ სიცოცხლეს "დიახ!"
კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ არა მხოლოდ ფასდაუდებელ ცოდნასა და წარმოდგენას ლოგოთერაპიაზე (ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლა/დამფუძნებელი ვიქტორ ფრანკლი), არამედ საკუთარ თავზე გამოცდიან ლოგოთერაპიის ძირითადი კონცეფციების აზრსა და შინაარსს.
კურსის სამიზნე აუდიტორია - ყველა (პროფესიის, ასაკის, მომზადების დონისა და ა.შ. მიუხედავად), ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგია (სამოყვარულო ან პროფესიულ დონეზე), ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზრისის აღმოჩენა, ვისაც სურს ცხოვრებისა და აზროვნების ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ დონეზე გადასვლა.
კურსზე ადგილების რაოდენობა ლიმიტირებულია და შენარჩუნებულია საახალწლო სპეც. ფასი!
ძვირფასო აბიტურიენტებო, 30 იანვარს, უნივერსიტეტი #ალტერბრიჯი გიწვევთ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღეზე, სადაც პროგრამის ხელმძღვანელი - სოსო დოლიძე გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას