რა მომცა თქვენმა ჩინურის კურსმა?
- ის, რომ ჩინურად ავმეტყველდი.
რაც აქამდე ირეალური მეგონა, რეალურად ვაქციეთ.
მე უკვე შემიძლია საბაზისო კომუნიკაცია მანდარინზე. სასწაული პედაგოგის წყალობით, დიდი მოტივაციით, თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდებით მე ეს სულ რამდენიმე თვეში შევძელი.
საკმაოდ კარგი ბაზა დავაგროვე სიტყვების, საკომუნიკაციო ელემენტებისა თუ ფრაზების.
გარდა იმისა, რასაც პედაგოგთან ვსწავლობდით, ისე დავინტერესდი, მოვიხიბლე და შეიძლება ითქვას შემიყვარდა ჩინური, დავიწყე ფილმების ჩინურად ყურება ნეტფლიქსზე, ვუსმენ პოდკასტებს, ვუყურებ სხვადასხვა სახის ვიდეოებს სოც. ქსელებში.
თუმცა, აქ გაჩერებას არ ვაპირებ. მოუთმენლად ველი მეორე დონეზე გადასვლას, სადაც ენას უფრო ღრმად ვისწავლი. ვაპირებ გავაგრძელო მესამე, მეოთხე ან თუნდაც მეხუთე დონემდე შესწავლა.