მენიუ

უსაფრთხოების პოლიტიკა Privacy Policy

             კონფიდენციალურობის პოლიტიკა – Privacy Policy

  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები
    პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს servisebi.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს. ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. საიტზე შემოსვლით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.
  • პერსონალური მონაცემები, რომელთა შეგროვება და გამოყენებაც ხდება საიტზე
    მონაცემების შეგროვება ხდება რეგისტრაციის დროს შეყვანილი ველებიდან, პოსტებიდან, განთავსებული განცხადებებიდან, პროფილიდან და საიტზე სხვადასხვა სახის აქტივობებიდან. პერსონალურ მონაცემებს მიეკუთვნება:
    – მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი და ა.შ.
    – კომპანიის მონაცემები: დასახელება, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, საქმიანობის სფერო და ა.შ.
    – მომხმარებლის აქტივობების დეტალები: შეძენილი და დაჯავშნილი კურსები, განთავსებული განცხადებები, პოსტები, ასევე Google Analytics-ის მიერ შესწავლილი მომხმარებლის აქტივობები.
  • პერსონალური მონაცემების გადაცემა და გაზიარება
    საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ servisebi.ge-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:
    – თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
    – სამართალდამცავ ორგანოებს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;
    – მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;
    – მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
    – მომსახურების პროვაიდერებს – კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;
    – კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.
  • პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა
    – საიტი არ იყენებს ვირუსულ და შპიონურ პროგრამებს.
    – საიტი არ ასაჯაროვებს ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც არ შეიძლება.
    – საიტზე არ ხდება პლასტიკური ბარათებისა და სხვა გადახდისთვის საჭირო ინფორმაციის შენახვა ან დამუშავება.
    – პირადი მონაცემების შენახვის ვადა განსაზღვრული არ არის.
  • კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები
    თქვენ უფლება გაქვთ:
    – მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
    – მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
    – მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან სრული წაშლა.
  • პროფილისა და პირადი მონაცემების წაშლა
    პირადი ინფორმაციისა და პროფილის წაშლის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოთ საიტის ადმინისტრაციას ფეისბუქის მესენჯერის მეშვეობით მისამართზე facebook გაითვალისწინეთ, რომ წაშლილი მონაცემები აღდგენას აღარ ექვემდებარება.
  • თუ გექნებათ შეკითხვები უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირედეთ მეილზე ან ფეისბუქზე.
  •    

www.kursori.ge

თბილისი, საქართველო

მეილი: hipermarket@yahoo.com

ტელეფონი: +995 598 944448

https://www.facebook.com/Kursori