ჩაერთე B ჰეპატიტის მართვის უფასო სახელმწიფო პროგრამაში!
სახელმწიფოსა და კლინიკა “ჰეპას” პროფესიონალი ექიმების ინიციატივით, C ჰეპატიტის ელიმინაციის და აივ ინფექცია/შიდსის უფასო პროგრამების შემდგომ, საქართველოში დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლიც B ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და პრევენციას ემსახურება.
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს B ჰეპატიტის სკრინინგი.
პირებს ვისაც, აქვს ქრონიკული B ჰეპატიტი (მინიმუმ 6 თვიანი შუალედით ორჯერ აქვთ დადასტურებული ინფექცია სისხლში, B ჰეპატიტის დნმ და/ან HBsAg არსებობით), უფასოდ ჩაუტარდებათ ინსტრუმენტული კვლევები:
ღვიძლის ელასტოგრაფია (ფიბროსკანი)
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა (ექოსკოპია)
პაციენტებს – ვისთანაც, (პროგრამის პირევლ ეტაპზე ჩატარებული დიაგნოსტიკური ღონისძიებების შემდგომ) გამოვლინდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი (>=F2-ზე), ჩაუტარდებათ სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა – ასევე უფასოდ.
ხოლო ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ B ჰეპატიტის ანტივირუსულ მკურნალობას, 2024 წლის სექტემბრიდან შეძლებენ აღნიშნული მკურნალობის უფასოდ ჩატარებას.
შეგახსენებთ რომ:
საქართველო მსოფლიო ლიდერია C ჰეპატიტის ელიმინაცით, რომლის ფარგლებშიც 86000 პაციენტი განიკურნა
სიამაყვით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ შედეგის მისაღწევად – განკურნებული პაცინეტების უდიდესი ნაწილი კლინიკა “ჰეპას” სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს
ვიმედოვნებთ, რომ კლინიკა “ჰეპა”, ახალი პროგრამის ფარგლებშიც მრავალი პაციენტის სიცოცხელს გადაარჩენს!
“მომავალი ჰეპატიტის გარეშე”
ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკერეთ:⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀⠀
032 2 43 11 11
დიღომი, ლუბლიანას ქუჩა, 18/20