შეღწევადობის ტესტირების სპეციალიზაცია წარმოადგენს დღეისათვის შეღწევადობის ტესტირებისთვის აუცილებელი კურსების სრულყოფილ სასწავლო პროგრამას. კურსის თითოეული საგნის უმეტესი ნაწილი დათმობილია პრაქტიკულ დავალებებზე, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, პრაქტიკულად შეასრულოს ლექტორის მიერ ახსნილი მასალა. სპეციალიზაციის პირველ ეტაპზე სტუდენტები გაივლიან შეღწევადობის ტესტირებისთვის აუცილებელ საგნებს, მეორე ეტაპი კი დათმობილი იქნება კონკრეტულ შეტევებზე, მოწყვლადობებსა და საფრთხეებზე. კურსის ბოლოს სტუდენტები ტრენერის ხელმძღვანელობით იმუშავებენ ინდივიდუალურ ფინალურ პროექტზე. მსმენელები პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ BITSENTINEL-ის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პლატფორმა – CyberEdu-ზე. რომელზეც ტარდება ევროპაში კიბერ უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური ჰაკათონი DefCamp-ი.
სპეციალიზაციის გავლის შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა და ყველა საჭირო უნარი გააგრძელონ პროფესიული მოღვაწეობა ე.წ.:
Junior Pentester-ის პოზიციაზე;
კიბერ უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე;
ქსელური უსაფრთხოების მიმართულებით;
Linux Server-ების ადმინისტრატორად უსაფრთხოების მიმართულებით;
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ Python-ზე სკრიპტების წერა.
წარმატებულ სტუდენტებს კურსის ბოლოს გადაეცემათ CyberEdu-ს სასერტიფიკატო გამოცდის ვაუჩერი. რომლითაც უფასოდ შეძლებენ გავიდნენ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე და აიღონ კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსის ლექტორები:
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
სერგო სიმონოვი – ლექტორი & შეღწევადობის ტესტერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
გიორგი ახალაია – ტექნიკური დირექტორი სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA); კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
სასწავლო სპეციალიზაციის ჯამური ხანგრძლივობა: 6 თვე
⠀
კურსის განრიგი:
კურსის დასაწყისი: 31/01/2024.
მეცადინეობა ჩატარდება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 – 21:00 საათამდე.
ჩატარების ტიპი: offline | online
პროგრამის საფასური: 1100 ლარი
სპეციალიზაციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად
⠀
კონტაქტები:
(+995) 595 511 355
(+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: info@scsa.ge
რეგისტრაცია: