თი ელ სი – თბილისის სასწავლო ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტის TOLES – საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისურის ცენტრის ავტორიზებული ცენტრი, ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, გთავაზობთ სამართლებრივი ინგლისურის კურსს, პრაქტიკოსი იურისტებისთვის და სამართლის სტუდენტებისთვის.
TOLES ‘Test of Legal English Skills’ მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული და ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისურის გამოცდაა. საქართველოს უნივერსიტეტი კი TOLES ცენტრის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლობაა რეგიონში.
კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა სამართლის დარგის, განსაკუთრებით კი, კომერციული სამართლისთვის დამახასიათებელ ლექსიკას და გრამატიკას. ამასთან, შეეძლებათ შედარებითსამართლებრივი ანალიზი მოახდინონ საერთო სამართლის (კერძოდ, ბრიტანეთის და ამერიკის) და კონტინენტური ევროპის (მათ შორის ქართული) სამართლის სისტემებს შორის.
კურსის გავლის შემდგომ, მონაწილე შეძლებს გაეცნოს როგორც სხვადასხვა სამართლებრივ მასალებს/დოკუმენტებს (მათ შორის კომერციულ კონტრაქტებს), ისე, შეადგინოს აღნიშნული დოკუმენტები.
კურსი, თავის მხრივ, ამზადებს მონაწილეებს TOLES Foundation Exam-ისთვის. კურსის დასრულების შემდგომ, თითოეულ მონაწილეს, თავისუფალი არჩევანით, შეეძლება დარეგისტრირდეს TOLES გამოცდაზე, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე, მთელს მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში იმართება.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, 48 საათი (კვირაში 2-ჯერ, 2-2 საათი).
დაწყების თარიღი: 09.09.2024
დასრულების თარიღი: 30.11.2024
კურსს წარუძღვება ნანა ღონღაძე, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, რომელიც უძღვება სამართლებრივი ინგლისურის (ბაკალავრებისთვის) და სამართლებრივი წერის (მაგისტრებისთვის) სალექციო კურსებს. მას აქვს დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.) Ohio Northern University – Pettit College of Law-დან და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან. ნანა სერტიფიცირებულია გაღრმავებულ სამართლებრივ კვლევებში LexisNexis, Bloomberg Law და Thomson Reuters Westlaw-მიერ. მას აქვს მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება კერძო, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. აქვს მოსამართლეებისთვის ტრენინგების ჩატარების 5 წლიანი გამოცდილება.
სწავლების პროცესი: ონლაინ შეხვედრები.
კურსის დასრულების შემდგომ, გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსის ღირებულება: 1500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე:
Tbilisilearningcenter@gmail.com
საკონტაქტო ნომერი: 599 35 98 35