ოქლიფის სკოლა, 2024-2025 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია
ID:
12727
14
₾
0
შეხვედრები:
საათები:
ხანგრძლივობა:
ჩატარდება:
00:00 - 00:00
სერტიფიკატი:
არა
ადგილები:
ოქლიფის სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო.
მოსწავლეების მიღება მიმდინარეობს X-XII კლასებში.
ჩვენი კურსდამთავრებულები მიიღებენ სკოლის დამამთავრებელ ატესტატს და foundation-ის სერთიფიკატს, რისი მეშვეობითაც სწავლას დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.
ოქლიფის სკოლა გთავაზობთ ორ პროგრამას, რომელსაც მოსწავლეები ერთდროულად გაივლიან:
ქართული კურიკულუმი შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და მთლიანად მოიცავს იმ საგნებს, რაც ამ გეგმით არის გათვალისწინებული.
Global Pathway Programme (ინგლისურენოვანი) განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ მოხვდნენ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე ბიზნესის, ფინანსების, მარკეტინგის, პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მიმართულებით.
სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლის პორტფოლიოს შექმნასა და კარიერის დაგეგმვას, რისთვისაც დაგეგმილია მრავალი საკლასო და არასაკლასო შემეცნებითი, სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი აქტივობა.
სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და კვალიფიციური კადრებით.
კლასებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას.
მოსწავლეებთან მიმართებაში გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომა და თითოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება.
ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ ყველაზე მეგობრული და მყუდრო გარემო. სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად მზადაა დაგეხმაროთ და უპასუხოს თქვენს კითხვებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: