
იმისათვის, რომ 21 საუკუნეში ეფექტურად შეძლო საქმის, ისევე როგორც პირადი კარიერის წარმართვა, არსებობს უნარები რაც ყველასთვის საჭირო გახდა.

სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა შეხვედრა და პლატფორმა დაგვეთმო მარკეტინგის სფეროსთვის.

შემდეგი მასტერკლასის თემაა: მარკეტინგი ყველა ბრუნვაში.
მასტერკლასზე განხილული იქნება;

ვინ არის მარკეტერი და რა შეუძლია მას?

მარკეტინგი, როგორც ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობა;

თანამედროვე პროფესია, რომელიც გივითარებს დამატებით უნარებს;

რა საბაზისო ცოდნა არის საჭირო მცირე კომპანიის სამართავად;

მითები და რეალობები მარკეტინგის სფეროსთან დაკავშირებით.

მასტერკლასი განკუთვნილია ყველასთვის ვინც სფეროსთანაა დაკავშირებული ან არ არის.

მას ჩაატარებს მარკეტერი, მარკეტინგული სააგენტო Na.Sa studio-ს დამფუძნებელი ნათია გაფრინდაშვილი.