საქართველოს კულინარიის აკადემიაში დაიწყო მიღება კონდიტერის პროფესიულ პროგრამაზე, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას.
პროგრამის სწავლება მიმდინარეობს:
– მცირე ჯგუფებში და
– ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების (learning by doing) მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს სტუდენტების ინდივიდუალურ სწავლებას დესერტების საკუთარი ხელით მომზადების გზით. ამასთან, თითოეული სტუდენტისათვის ინდივიდუალური თანამედროვე სამუშაო ინფრასტრუქტურაა შექმნილი.
პროგრამა მოიცავს 6 სასწავლო თვეს და 1-თვიან პრაქტიკას კვების ობიექტში. ლექციები ძირითადად ტარდება კვირაში 3-ჯერ.
სტუდენტების შესარჩევი ეტაპები მოიცავს:
– პროგრამაზე რეგისტრაციას
– სამოტივაციო წერილს
– გასაუბრებას
– ტესტს
ფოტოს ავტორი: ანა ლორთქიფანიძე