რა არის პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლა
პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლის ფარგლებში მოსწავლეები გაივლიან ვებ პროგრამირების, კიბერ უსაფრთხოებისა და Python-ზე პროგრამირების საგნებს.
რას ისწავლი პროგრამირებისა და კიბერ უსაფრთხოების სკოლაში
კიბერ უსაფრთხოების მოდული მოიცავს: გამოყენებით უსაფრთხოებას, ეთიკური ჰაკინგის საფუძვლებს, პროგრამულ და ქსელურ უსაფრთხოებას, კრიპტოგრაფიას.
ვებ პროგრამირება მოიცავს: html/css; Java Script; PHP.
პროგრამირება მოიცავს: Python, C++ და C#.
ვისთვის არის სკოლა განკუთვნილი
სკოლაში მიიღებიან 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები.
რა არის სკოლაში დაშვების წინაპირობა
სკოლაში რეგისტრაციისთვის საკმარისია იყო მოტივირებული, გსურდეს ახალი პროფესიის დაუფლება და არ გეშინოდეს ახალი გამოწვევების.
სასწავლო პროგრამის ლექტორები:
მაქსიმ იავიჩი – კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) პრეზიდენტი.
ირაკლი ფირცხალავა – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ლექტორი და Python-ის დეველოპერი.
ქეთევან გრძელიძე – კიბერ უსაფრთხოების მეცნიერთა ასოციაციის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი; პროექტების მენეჯერი; კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
დამატებითი დეტალები:
შეხვედრის დრო: ორშაბათი – ოთხშაბათი; 17:00 – 19:00 საათი
მეცადინეობები ჩატარდება ჰიბრიდულად (11 სტუდენტი აუდიტორიაში, 5 სტუდენტი ონლაინ)
სწავლა იწყება: 21.02.2024
საფასური: 250 ლარი/თვეში
კონტაქტები:
(+995) 595 511 355
(+995) 571 381 166
ელ-ფოსტა: info@scsa.ge
რეგისტრაცია: