ლოგოთერაპია – საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაა. მისი ფუძემდებელი ფსიქიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი – ვიქტორ ფრანკლია. ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საკონცენტრაციო ბანაკის მთელი საშინელება მეორე მსოფლიო ომის დროს, შექმნა ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლა (ფროიდისა და ადლერის შემდგომ), საკუთარი მაგალითით დაადასტურა ლოგოთერაპიის არსი და ეფექტურობა, არაერთი ბესტსელერის ავტორი (როგორიცაა “ვუთხრათ სიცოცხლეს დიახ! ფსიქოლოგი საკონცენტრაციო ბანაკში”), მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საპატიო პროფესორი.
კურსი განკუთვნილია ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის პროფესიულ დონეზე შესწავლის მსურველთათვის (ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ქოუჩებისთვის, სამედიცინო, სოციალური და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მათთვის, ვინც გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება ან/და გადამზადება ფსიქოლოგიის მიმართულებით) და წარმოადგენს 3 საფეხურიანი სწავლების (საბაზისო, Master, სუპერვიზია) პირველ
აუცილებელ ეტაპს.
კურსის ტიპი – ინტენსივი (მათთვის, ვინც აფასებს დროს)
კურსის ხანგრძლივობა: 3 სასწავლო თვე, 124 აკადემიური საათი (6 თვიანი კურსის ანალოგი)
სწავლების ფორმა – zoom პლატფორმა / ონლაინ
განრიგი: შაბათი და კვირა (4 აკად. საათი),12:00-დან 15:00 თბილისის დროით.
დამატებით თვეში ორჯერ ჯგუფური შეხვედრა ტიუტორთან – 2 აკად. საათი
ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ისტორია
ვიქტორ ფრანკლის შემოქმედება და ნაშრომები
ლოგოთერაპიის შექმნის წინაპირობები
ფსიქოთერაპიიდან ლოგოთერაპიისკენ
ლოგოთერაპია ფსიქოთერაპიის სხვა მიმართულებებთან შედარებით
ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ფილოსოფიური საფუძვლები
პიროვნების თეორია ლოგოთერაპიაში
დიმენსიური ონტოლოგიის კონცეპცია
დიმენსიური ონტოლოგიის კანონები
10 თეზისი პიროვნების შესახებ
პიროვნების ღირსება ლოგოთერაპიაში
პიროვნების ბედისწერა და თავისუფლება
პიროვნების მოწყვლადობა და მთლიანობა
ორიენტაცია ლტოლვისაკენ და ორიენტაცია საზრისისაკენ
ბედნიერების კონცეფცია ლოგოთერაპიაში
ნოოდინამიკის პრინციპი
ადამიანის თვითტრანსცენდენციის უნარი
საზრისის ცნება ლოგოთერაპიაში
საზრისის სახეობები
საზრისის აღმოჩენის გზები
სინდისის ცნება ლოგოთერაპიაში
ხასიათი და პიროვნება
თვითდისტანცირება, როგორც ადამიანის უნიკალური უნარი
ფსიქოჰიგიენა და ემოციური გადაწვის პროფილაქტიკა
ლოგოთერაპიის გამოყენების სფეროები
ლოგოთერაპია კრიზისების პროფილაქტიკაში
კრიზისის ცნება
ნოოფსიქოსომატიკა
ეგზისტენციალური ვაკუუმი
ადამიანი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირი
კოლექტიური ნევროზები
კრიზისისკენ მიმართული ინდივიდუალური პოზიციები
სიყვარულის საზრისი
თერაპიის საფუძვლები
ლოგოთერაპიული პრაქტიკის საფუძვლები
ოჯახური ლოგოთერაპიის საფუძვლები
ჯგუფური ლოგოთერაპიის საფუძვლები