დაიწყო რეგისტრაცია საგადასახადო კოდექსის სრულ კურსზე!
ტრენინგები 6 თებერვალს დაიწყება და 5 თვის განმავლობაში გაგარძელდება.
ლექციებს უძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრის (ACCA-ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის და სხვა სასწავლებლების) ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი და საგადასახადო ექსპერტი დავით პაპიაშვილი.
სასწავლო კურსის მიზანია პრაქტიკოს ბუღალტრებს, აუდიტორებს, ფინანსურ მენეჯერებს, იურისტებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე.
ტრენინგის მსმენელებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ქეისებისგან შემდგარი 3 შუალედური გამოცდა.
კურსდამთავრებულები მიიღებენ კურსზე
დასწრების სერტიფიკატს.
გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა კურსზე დასწრების და გამოცდის ჩაბარების სერთიფიკატი.
სურვილის შემთხვევაში, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ საგადასახადო დაბეგვრის პრაქტიკოსის გამოცდაზე.
ტრენინგის ღირებულებაა 690 ლარი დღგ-ის ჩათვლით
კურსის მსმენელებს გადაეცემათ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბეჭდური ვერსიის ერთი ეგზემპლიარი.
თანხის გადახდა შესაძლებელია ფიზიკური პირებისთვის ორ ეტაპად: დამადასტურებელი მეილის მიღებისთანავე – ღირებულების 50%-ის ოდენობით; ხოლო სწავლების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში – ღირებულების 50%-ის ოდენობით.
ლექციის დღეები: სამშაბათი და ხუთშაბათი , 19:00-22:00 საათი.
ტრენინგები გაიმართება ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 91 67 67