
კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით: ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვას, საბუღალტრო ოპერაციების გატარებებს, საგადასახადო დეკლარირებას და Rs.ge-ზე მუშაობას, საგადასახადო კოდექსის, ფინანსური აღრიცხვის, IFRS სტანდარტის და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას პრაქტიკული ქეისების განხილვის მეთოდით და კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ საშუალო და მსხვილი ბიზნესის მთავარ ბუღალტრად წარმატებით დასაქმებას
კურსის სილაბუსი შედგენილია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით რაციოს ფინანსური აკადემიის პროფესიონალთა გუნდის მიერ. ყურადღება გამახვილებულია ბუღალტრებისთვის პრაქტიკაში გამოსაყენებელ საკითხებზე და სფეროში ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს დისკუსიით.

ტრენერი: ნინო ხატისაშვილი – ფინანსური დირექტორი, შემოსავლების სამსახურში აუდიტორად მუშაობის გამოცდილება, ჩატარებული აქვს 100 -ზე მეტი ტრენინგი ფინანსური და საგადასახადო მიმართულებით.

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე მოქმედი ბუღალტრებისთვის და მთავარი ბუღალტრებისთვის. თქვენი რეზიუმეები აუცილებლად შეინახება რაციოს ფინანსური აკადემიის კურსდამთავრებულთა ბაზაში, გაგიწევთ რეკომენდაციას და ხელს შეგიწყობთ დასაქმებაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 208 409; 599 782 628