სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) რეგისტრაციას აცხადებს შემდეგ სასერტიფიკატო ონლაინ სასწავლო კურსებზე:
სტრატეგიული კომუნიკაციები
კრიზისის კომუნიკაცია
დეზინფორმაცია და მისინფორმაცია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში
კურსებზე სწავლა უფასოა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სამივე კურსზე ინდივიდუალურად. კურსებზე დასაშვებად, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია CSD-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე
https://stratcom.org.ge რეგისტრაცია შესაძლებელია 28 ივლისის ჩათვლით, ხოლო სასწავლო კურსი 31 ივლისს დაიწყება. მოდულების გავლა შესაძლებელი იქნება 31 ოქტომბრის ჩათვლით.
კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე –
bit.ly/3SeRSg9კითხვების შემთვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: gcsd@gcsd.org.ge
ონლაინ კურსები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში ტარდება.