გაინტერესებს ადამიანური რესურსების მართვა და გინდა ცოდნა ამ მიმართულებით გაიღმავო? SANGU-ში სიახლე გვაქვს!
გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის სასერთიფიკატო კურსს, რომლის მიზანიც მსმენელებისთვის ფართო ხედვის ჩამოყალიბებაა. კურსი განკუთვნილია, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ საკუთარი ცოდნა და უნარები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს გაეცნოს და შეისწავლოს ადამიანური რესურსების მართვა.
კურსის დასრულების შემდეგ SANGU მსმენელებს კარიერულ კონსულტირებასა და დასაქმების ხელშეწყობას სთავაზობს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი.