რატომ უნდა აირჩიოთ ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა BTU-ში?
დასაქმება და საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან;
ორი პროფესიის ერთდროულად დაუფლების შესაძლებლობა – მეორადი (Minor) პროგრამა ციფრულ მარკეტინგში, ფინანსებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში;
მჭიდრო კავშირი ბიზნეს სექტორთან და ინდუსტრიის ლიდერებთან;
ორი დიპლომის ერთდროულად მოპოვების შესაძლებლობა – სწავლის ბოლო ერთი წლის გატარება საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში და საერთაშორისოდ აკრედიტებული დიპლომი მენეჯმენტში;
ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის პრაქტიკული კურსები პირველივე სემესტრიდან;
სრული დაფინანსება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან;
საერთაშორისო პროექტ მენეჯმენტის შესწავლის შესაძლებლობა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით;
კარიერული განვითარების ცენტრის ინდივიდუალური სერვისები: ნეთვორქინგის სესიები, ფრილანსინგის ტრენინგები, CV-ის შედგენა და სიმულაციური გასაუბრებები;
სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა;
სტუდენტური სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობა;
სწავლების პროცესში გამოყენებული მაღალტექნოლოგიური ლაბებით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა;
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ლექტორებისგან სფეროში უახლესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა;
ინოვაციური ცენტრებით და საერთო სამუშაო სივრცეებით სარგებლობის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის;
მსოფლიოს მოწინავე კორპორაციებთან ერთად დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირი თანამშრომლობა;
სრული წვდომა საუკეთესო საბიბლიოთეკო ფონდთან, ელექტრონულ რესურსებთან, სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასთან;
მუდმივად განახლებადი, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სილაბუსი და საინტერესო საგნები;
საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული სერთიფიკატების მოპოვების შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებებით;
მრავალფეროვან ტრენინგ-კურსებში, პანელურ დისკუსიებში, იდეათონებში ჰაკათონებსა და სხვა სტუდენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა;
BTU-სა და სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა;
მეწარმეობის ცენტრის ინდივიდუალური სერვისების მიღების შესაძლებლობა.