საიტით სარგებლობის წესები
საიტის წესები, ზოგადი ინფორმაცია
- საიტის დანიშნულებაა კურსების, ტრენინგებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება. განცხადებების ნახვა შეუძლია ყველას, ხოლო განთავსება და შეძენა მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს. რეგისტრაცია შესაძლებელია მეილითა და პაროლით.
- რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების ან არასწორი მონაცემების მითითება.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
- საიტი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ნებისმიერ განცხადებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ განცხადების ავტორი.
- საიტი არ არის მომხმარებლებს შორის შეთანხმების თანამონაწილე, საიტი მხოლოდ ეხმარება განცხადების ავტორსა და მომხმარებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
- განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს აღებული პასუხისმგებლობა განცხადებაში მითითებულ ინფორმაციაზე.
- საიტით სარგებლობისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება Cookie ჩანაწერების გამოყენებას.
- საიტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.
საიტის გამოყენების პირობები და წესები.
- საიტზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კურსის განთავსება როგორც კერძო, ასევე კომპანიის სახელით.
- საიტზე ნებისმიერს შეუძლია განათავსოს განცხადება, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ეთიკურ ნორმებს. განცხადების შინაარსი უნდა იყოს სწორედ და გასაგებად გადმოცემული. განცხადება არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
- განცხადება შეიძლება შეიცავდეს რაიმე ღონისძიების ანონსს, ფასიან ან უფასო კურსს, ტრენინგს ან სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას. ყოველი განცხადება განიხილება ადმინისტრაციის მიერ და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს განცხადების წაშლა ან მომხმარებლის დაბლოკვა.
- განცხადების შინაარსზე, პირობებზე, კანონიერებაზე, ასევე კურსის შეძენაზე და გადახდის დეტალებზე პასუხისმგებლობა აკისრიათ კურსის ავტორებს. ფინანსური თუ ნებისმიერი საკითხების გარკვევა უნდა მოხდეს კურსის ავტორსა და მომხმარებელს შორის.
- საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი განცხადება ან დაბლოკოს მისი ავტორი, თუ ჩათვლის რომ ის არ შეესაბამება საიტის მოთხოვნილებებს ან არღვევს საიტის წესებსა თუ ეთიკის ნორმებს.
- საიტი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
- თუ მომხმარებელს აქვს რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, მან უნდა წარადგინოს თავისი პრეტენზიები უშუალოდ იმ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზიები.
- საიტი ახორციელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია მომხმარებელთათვის მომსახურების გასაწევად.
- საიტზე დასაშვებია მხოლოდ კურსებთან დაკავშირებული სარეკლამო შინაარსის პოსტების დადება და გარე ლინკების მითითება.
- საიტზე არსებულ ნებისმიერ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე საავტორო უფლება ეკუთვნის ამავე საიტს და მათი გავრცელების უფლება საიტთან შეთანხმების გარეშე არავის აქვს.
- საიტზე განცხადებების განთავსება ხდება მაქსიმუმ 3 თვის ვადით, ვადის ამოწურვის შემდეგ განცხადება შეიძლება წაიშალოს ადმინისტრატორის მიერ. გაუგებარი საკითხების გასარკვევად მოგვწერეთ საიტის მეილზე hipermarket@yahoo.com ან დაგვიკავშირდით საიტის ფეისბუქის გვერდზე
საიტზე ფასიანი კურსის დაჯავშნა(ფუნქციონალი მზადების პროცესშია)
- საიტზე ნებისმიერს შეუძლია დარეგისტრირდეს ნებისმიერ კურსზე, ან დაჯავშნოს ადგილი ფასიან კურსზე. დაჯავშნის ღირებულებას ადგენს საიტი, ხოლო დაჯავშნის თანხა ყველა შემთხვევაში გამოაკლდება კურსის ღირებულებას. გადახდილი თანხის გამოქვითვას ახდენს კურსის ავტორი, ხოლო თუ გამოქვითვა არ მოხდა, მაშინ საიტს უნდა მიმართოთ შესაბამისი პრეტენზიით და დაჯავშნაში გადახდილი თანხა დაბრუნდება და ჩაირიცხება მომხმარებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე. დაჯავშნისას გადახდილი თანხის დაბრუნება ასევე შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა კურსი უქმდება, ან ხდება გადავადება გაურკვეველი ან მომხმარებლისათვის მიუღებელი ვადით.
- ნებისმიერი პრეტენზია, რაც შეიძლება ეხებოდეს დაჯავშნის თანხის დაბრუნებას, განიხილება მხოლოდ კურსის დაწყების ვადის გასვლის შემდეგ. სხვა ტიპის პრეტენზიებს კურსის გადასახდელ თანხებთან დაკავშირებით საიტის ადმინისტრაცია არ განიხილავს. დაჯავშნის გარდა ყველა ფინანსური საკითხი უნდა მოგვარდეს მომხმარებელსა და ფასიანი კურსის ავტორს შორის
- საიტზე არსებული პროგრამული გაუმართაობის შედეგად მომხდარ დარღვევებს საიტის ადმინისტრაცია განიხილავს მაქსიმალურად მოკლე ვადებში და კანონმდებლობის შესაბამისად. თუ პროგრამული გაუმართაობის შედეგად მოხდა საიტისთვის ზედმეტი ან არასწორი თანხის ჩარიცხვა, საიტის ადმინისტრაცია მაქსიმალურად მოკლე დროში დააბრუნებს ზედმეტად გადახდილ თანხებს.
- საიტზე ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ხორციელდება ბანკის აპლიკაციის მეშვეობით, საიტს არ მიუწვდება ხელი მომხმარებელთა ფინანსურ ან საბანკო მონაცემებზე.
საიტზე ფასიანი განცხადების(კურსის) განთავსება(ფუნქციონალი მზადების პროცესშია)
- საიტზე ავტორად დარეგისტრირებისას კურსების ავტორები ეთანხმებიან საიტის წესებს, რის შემდეგაც ავტორებსა და საიტს შორის ურთიერთობა ამ წესების მიხედვით ხდება. ყურადღებით გაეცანით საიტის წესებს.
- ფასიანი კურსის განთავსების შემთხვევაში საიტს აქვს უფლება კურსს დაამატოს წინასწარი დაჯავშნის ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს წინასწარ დაჯავშნონ კურსი გარკვეული თანხის სანაცვლოდ. დაჯავშნის ფუნქციონალი ნებაყოფლობითია და მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა კურსის ფასი მითითებულია ფასის გრაფაში და 200 ლარზე მეტია.
- თუ გინდათ რომ საიტზე მხოლოდ კურსზე რეგისტრაცია მოხდეს და არა დაჯავშნა, მაშინ ფასის ველი ცარიელი დატოვეთ და ფასი სხვაგან მიუთითეთ.
- თანხის რაოდენობა განისაზღვრება საიტის ხელმძღვანელობის მიერ და შეადგენს კურსის მაქსიმუმ 10%-ის ოდენობას. დაჯავშნის თანხა რჩება საიტის საკუთრებაში. კურსის ავტორი ვალდებულია დაჯავშნის თანხა გამოაკლოს კურსის ღირებულებას.
- დაჯავშნის ინფორმაცია გამოჩნდება მომხმარებლის კაბინეტში.
- ფასიანი კურსის გადადების ან გაუქმების შემთხვევაში კურსის ავტორი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხები მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე საიტის ადმინისტრაციას მიწეროს ამის შესახებ.
- მომხმარებლის მხრიდან კურსთან დაკავშირებული პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, კურსის ავტორი ვალდებულია თვითონ გადაჭრას ყველა სადავო საკითხი მომხმარებელთან, ხოლო თუ საჭიროა დაჯავშნის თანხის დაბრუნება, განუმარტოს საიტის ადმინისტრაციას მიზეზები.
- საიტი იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებით მოახდინოს საეჭვო და საიტის იდეოლოგიისათვის მიუღებელი კონტენტის წაშლა, ასევე ამ კონტენტის ავტორების დაბლოკვა.
კითხვები და პასუხები
- შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი კურსის დაჯავშნა? კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში, დაჯავშნა კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა კურსის ფასი 200 ლარზე მეტია. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაიხადოთ კურსის ღირებულების 10% და გარანტირებულად დაჯავშნოთ ადგილი. თუ რაიმე მიზეზით კურსი არ ჩატარდა, დაჯავშნაში გადახდილ თანხას საიტი უკან დაგიბრუნებთ. თუ კურსს არ აქვს მითითებული ფასი, მაშინ დაჯავშნის ფუნქციონალი არ იმუშავებს.
- შეიძლება თუ არა კურსის ყიდვა განვადებით? განვადების გაკეთების შესაძლებლობა თვითონ კურსის ავტორებზეა დამოკიდებული.
- როდის შეიძლება საიტზე გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა? თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ კურსის ავტორი დაარღვევს შეთანხმების პირობებს, ან რაიმე მიზეზით კურსი არ ჩატარდება დათქმულ დროს.
- ვინ უნდა დააბრუნოს კურსზე გადახდილი თანხა? დაჯავშნაში გადახდილ თანხებს დააბრუნებს საიტი, სხვა ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელია კურსის ავტორი.
- როგორ უნდა დარეგისტრირდეს სასწავლო ცენტრი? ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საიტზე შექმნას პროფილი კომპანიის სახელით.
- შეიძლება თუ არა საიტზე სარეკლამო პოსტების დადება? საიტი არ ზღუდავს არანაირ პოსტებს, რომლებიც დაკავშირებულია სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.
- ჭირდება თუ არა პოსტის დადებას დადასტურება? მომხმარებლები, რომლებიც გადამოწმებული არიან, დადასტურების გარეშე დადებენ პოსტებს.